Wednesday, April 13, 2011

კომპლექსური სასწავლო პროექტი

 1.პროექტის სახელწოდება,,ჩემი მხარე–––სამცხე–ჯავახეთი,,
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა):მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას საკუთარი მხარის(სამცხე–ჯავახეთის) ბუნებრივი და კულტურული ძეგლების შესახებ და განიხილავენ მათ  ტურისტულ და რეკრეაციულ პოტენციალს.
3.პროექტის აქტუალობა:მსოფლიო გლობალიზაციის ფონზე ეროვნული, ბუნებრივი და კულტურული ძეგლების უკეთ შესწავლა(კვლევა),გამოყენება და დაცვა.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეები ისტ–ს გამოყენებით მოიძიებენ ინფორმაციას მხარის უნიკალური ისტორიული ძეგლების(ხერთვისის ციხე ,ვარძია)   შესახებ.  იხილავენ ს ფართობის მიხედვით საქართველოს უდიდეს ტბას–ფარავანს და ჩაატარებენ ფიზიკურ–გეოგრაფიულ კვლევას. (ჰორიზონტის მხარეების განსაზღვრა, ადგილის გეგმის შედგენა) ვარძიის დედათა მონასტერში მოსწავლეები  გაეცნობიან მართმადიდებლური ეკლესიის მონასტრული ცხოვრების წეს–ჩვეულებებს. ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სტუმრობისას განუვითარდებათ თანატოლებთან ურთიერთობის,  აზრის  გაზიარების, ქველმოქმედებისა და თანაგრძნობის უნარ–ჩვევები.
5.მონაწილეთა ასაკი:VIIIკლასი
6.ვადები/ხანგრძლივობა/:1თვე
7.მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას/: პრეზენტაცია MS.PoverPoint–ისგამოყენებით ,,ნასწავლი,ნანახი და განცდილი შთაბეჭდილებები ,,.
ბუკლეტის შექმნა,ვებ–გვერდის/ბლოგის შექმნა.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ტრანსპორტი , ვიდეოკამერა, ფოტოაპარატი, კომპასი,მანძილისსაზომი,მარკერი, ფორმატი,  სახაზავი საშუალებები.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):პროექტის იდეის გაცნობა.,,მე ვიკვლევ,, სტრატეგიის გამოყენებით მოსწავლეთა ჯგუფებში  მუშაობა.
Iჯგ.–ხერთვისის ციხე( ისტ.–გეოგრ. მიმოხილვა,ტურიზმისადა ინფრასტრუქტურის განვითარება.
IIჯგ.–ვარძია(ისტ.–გეოგრ .მიმოხილვა,ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარება.
IIIჯგ–ფარავნის ტბა(ფიზიკურ–გეოგრაფიული კვლევა და რეკრეაციული განვითარება.
IVჯგ.ვარძის მონასტერი(მართმადიდებლური ეკლესიის მონასტრული ცხოვრების წეს–ჩვეულებები.)
Vჯგ. ქველმოქმედების აქციის ორგანიზება.
თითოეული ობიექტის მოკლე მიმოხილვა ადგილზე.
10.საგნებთან/საგნობრივჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი:
ინტერესის მიხედვით აგროვებს ინფორმაციას და იყენებს საჭიროებისამებრ. ტოპოგრაფიული ნიშნების გამოყენებით ქმნის მარტივ რუკას. მსჯელობს ობიექტის ბუნებრივ–ანთროპოგენულ ცვლილებებზე და მომავლის პერსპექტივებზე.
11.პროექტის ხელმძღვანელი:ირმა ქაფიანიძე
12.ხელმძღვანელისელ.ფოსტა:i.qapianidze@gmail.com
13/პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: